დანელია: არ მახსოვს საქართველოს ჩინეთში ამხელა პავილიონი ჰქონოდეს
„მე არ მახსოვს საქართველოს ჩინეთში ოდესმე ამხელა პავილიონი ჰქონოდეს და, ბუნებრივია, ეს არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ ეკონომიკური პროცესისთვის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს", – განუცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედს" ჩინეთში.
გამოფენის ფარგლებში, რომელზეც საქართველოსთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი, საქართველოს პოტენციალი სხვადასხვა სფეროებში იქნება წარმოდგენილი, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნეს-კლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს. გამოფენაზე საქართველოს 120 კომპანია იქნება წარმოდგენილი.