ახვლედიანი: მგონია, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დაადებს

© photo: Sputnik / STRINGER„გაერთიანებული-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი
„გაერთიანებული-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრს გიორგი ახვლედიანს.
ახვლედიანი: მგონია, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დაადებს

„ეს არის კონსტიტუცია, რომელიც არის კონსენსუსის გარეშე მიღებული და მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებული. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასეთ კონსტიტუციას დაედოს ვეტო", — განუცხადა გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედს".

ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეთანხმებული პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობილი მიმდინარე კვირაში გახდება. გიორგი მარგველაშვილი საერთო პოზიციას წერილობით წარმოადგენს, ამის შემდეგ კი დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ყველა ახალი ამბავი
0