ბათუმში სილამაზის საერთაშორისო კონკურსის Miss and Mister Planet 2017 ფინალი გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიების დასკვნითი ცერემონია.
ბათუმში სილამაზის საერთაშორისო კონკურსის Miss and Mister Planet 2017 დასკვნითი ეტაპი გაიმართა. ღონისძიება ბათუმის მერიისა და სამოდელო სააგენტო "კატრინის" მხარდაჭერით ჩატარდა. პლანეტის ულამაზესი ადამიანების ტიტულისთვის ბრძოლაში 25 ქვეყნის 40 წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა სამოსით პოდიუმზე გამოსვლის გარდა, იმართებოდა სხვა გასართობი და საქველმოქმედო ღონისძიებებიც. საქართველო საერთაშორისო კონკურსზე წარმოადგინეს 22 წლის ლიზი წიგნაძემ და 27 წლის ზურაბ წილოსანმა.