თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო, რომელიც მოსწავლეების მცირე კონტინგენტზეა გათვლილი, იტყობინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო თავის Facebook-გვერდზე.
კორბოულის სკოლა სრულიად ახალი ტექნოლოგიებით არის აშენებული. განათლების სამინსიტროს განცხადებით ამით, საქართველოს სოფლებში ახალი ტექნოლოგიებით მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობის პროცესი დაიწყო.
ასეთი ტიპის სკოლების მშენებლობისთვის დაახლოებით 3-დან 5 თვემდეა საჭირო. ჯამში 13 მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა აშენდება. ეს არის ენერგოეფექტური, ადაპტირებული სკოლები და გათვლილია 20-25 მოსწავლეზე.
2015–2017 წლების გეგმების ფარგლებში, დაიწყო 22 საჯარო სკოლის მშენებლობა და დასრულდა 8 საჯარო სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია 35 საჯარო სკოლის გამაგრებითი სამუშაოები და 518 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.