რთველი-2017: კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად 53,8 მლნ ლარია მიღებული

გამოწერა
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის გადამუშავებულია 45500 ტონა ყურძენი

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში ამ დროისთვის გადამუშავებულია 45500 ტონა ყურძენი, აქედან, 18400 ტონა რქაწითელი, 23400 ტონა საფერავი, 1600 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტრო Facebook-ის ოფოცოალურ გვერდზე.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 96 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 530 ტონას მიაღწია.

რთველი საფრანგეთში - Sputnik საქართველო
ქართული რთველი საფრანგეთში

ყვარელში გადამუშავებულია 17 000 ტონა ყურძენი, სიღნაღში — 7300 ტონა, გურჯაანში — 9900 ტონა, თელავში — 6 000 ტონა, დედოფლისწყაროში — 2100 ტონა, ლაგოდეხში — 1500 ტონა, ახმეტაში — 1100 ტონა, ხოლო საგარეჯოში — 674 ტონა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 53,8 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობა კახეთის რეგიონში "რთველი 2017"-ის ფარგლებში ხარისხიანი ყურძნის სუბსიდირებას არ განახორციელებს, რამდენადაც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ყურძნის შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა და დღეს, კახეთის რეგიონში არ არსებობს ხარისხიანი ყურძნის სუბსიდირების აუცილებლობა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ასევე სახელდება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliვენახები ყვარლის რაიონში
Виноградники в Кварельском районе - Sputnik საქართველო
ვენახები ყვარლის რაიონში

ამასთან, ღვინის კომპანიები, რომლებიც "რქაწითელს" და "კახური მწვანეს" საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით 0,70 ლარად შეისყიდის, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.

ამასთან, მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმში გადაწყვიტა სუბსიდირების შენარჩუნება "ალექსანდროულისა" და "მუჯარეთულის" სახეობის შესყიდვისას — სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 2 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან რაჭაში ღვინის აღნიშულ სახეობებზე შეზღუდვა დაწესდება და თანადაფინანსებამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ ღვინისმწარმოებელ კომპანიებს.

გასულ წელს "რთველი 2016"-ის ფარგლებში 1 კგ "რქაწითელისა" და "კახური მწვანის" სუბსიდირება 0,45 ლარი იყო, "საფერავის" – 0,20 ლარი, ხოლო "ალექსანდროულისა" და "მუჯარეთულის" – 2 ლარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0