ქალმა ორ ამერიკელ ტურისტს სახეში მჟავა შეასხა

© REUTERS / Philippe Laurensonპოლიცია მარსელში
პოლიცია მარსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი მარსელის სადგურში მოხდა

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მარსელის სადგურზე ქალმა ამერიკელ ტურისტებს სახეში მარილმჟავა შეასხა, იუწყება РИА Новости გაზეთ Provence-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი დილის 11 საათზე რკინიგზის სადგურ Saint-Charles-ზე მოხდა, სადაც ოთხი ამერიკელი გოგონა პარიზში მიმავალ მატარებელს ელოდა.

ორი დაშავებული — 20 და 21 წლის გოგონა — საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვმიტანილი, 41 წლის ქალი დაკავებულია.🔴 #Marseille: deux touristes américaines aspergées d'acide au visage en pleine gare #SaintCharles https://t.co/cgftNnTOUC #Faitsdivers pic.twitter.com/tUCUMFrRnI

ამასთან პოლიციის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ დაკავებული არანაირ ტერორისტულ მუქარებს არ გაჰყვიროდა.

ყველა ახალი ამბავი
0