ავარია ანტალიაში: დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტული ავტობუსის 27 მგზავრიდან ოთხი დაიღუპა

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ანტალიაში ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ტურისტული ავტობუსის ავარიის შესახებ, რომელშიც 27 მგზავრი იმყოფებოდა, თურქეთის მედიამ განაცხადა. მათი მონაცემებით, ავტობუსმა მართვა დაკარგა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ოთხი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

„შედგა კომუნიკაცია საელჩოსა და ანტალიის პოლიციას შორის. პოლიციისგან მოწოდებული ინფორმაციით, ავტობუსში იმყოფებოდნენ მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები",- განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0