თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში ხავერდოვანი სეზონი გრძელდება — სამშაბათს, 19 სექტემბერს იდეალური, მზიანი ამინდი იქნება.
მზის ამოსვლა — 06:57 საათზე. დილის რვიდან ათ საათამდე მოსალოდნელია მსუბუქი მოღრუბლულობა და უნალექო ამინდი.
ღამით დაფიქსირდება ჰაერის მინიმალური ტემპერატურა — 20 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით ტემპერატურა 29 გრადუსამდე აიწევს.
ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. მზის ჩასვლა — 19:16 საათზე.
სასიამოვნო დასვენებას გუსურვებთ!