თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi).
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს გარდაცვლილის იდენტიფიცირება.
საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия იუწყება, მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.