უკრაინის სასამართლომ საყვარელიძეს აღკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა

© FB / David Sakvarelidzeდავით საყვარელიძე სასამართლოს დარბაზში
დავით საყვარელიძე სასამართლოს დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლვოვის სასამართლომ დავით საყვარელიძისათვის, რომელიც "სააკაშვილის გარღვევის" საქმეზეა ბრალდებული, აღკვეთი ღინისძიების შეფარდებაზე უარი განაცხადა

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ლვოვის გალიცკის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე უკანონო გადაყვანის ორგანიზება ედება ბრალად.

გასულ კვირას მომხრეების მხარდაჭერით სააკაშვილმა გამშვებ პუნქტ "შეგინზე" მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რადგან სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლია. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე, მათ შორის პირთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

"გალიცკის სასამართლომ ახლახან დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა და ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ წარდგენილ ბრალდებას, როგორც მთელ ამ საქმეს,.. რეალური საფუძველი არ გააჩნია", — დაწერა საყვარელიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კიევი - Sputnik საქართველო
კიევის სასამართლომ უკრაინიდან სააკაშვილის ძმის გაძევება შეაჩერა

მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, მეგობრებსა და აქტივისტებს პარტიისა Рух новых сил, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

"განსაკუთრებით მადლობელი ვარ იმ სახალხო დეპუტატებისა, რომლებიც ჩემს მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ და თავდებში ჩადგომის მზადყოფნა გამოთქვეს — ეგორ სობოლევის, იური დერევიანკოს, დმიტრი დობროდომოვის, ვლადიმირ პარასიუკის, პავლო კოსტენკოს, სვეტლანა ზალიშჩუკის, სერგეი ლეშჩენკოს, ვადიმ ივჩენკოს, ვიქტორ ჩუმაკის, ალიონა შკრუმის და ივან კრულკოს! ასევე უნდა გამოვყო მოსამართლე, რომელიც შუამდგომლობას იხილავს — მადლობა პატიოსნებისთვის, მიუხედავად ყველა ნიუანსისა და ზეწოლისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არსებობდა ამ საქმეში", — აღნიშნა საყვარელიძემ.

უწყება იმის შესახებ, რომ საყვარელიძე "საზღვრის უკანონო გარღვევის" სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ოფიციალურად ეჭვმიტანილია, ადვოკატის, მომხრეებისა და მოწმეების თანდასწრებით ლვოვის სასტუმროში მას რამდენიმე დღით ადრე გადასცეს. ეს გადაიღეს ვიდეოზე, რომელიც საყვარელიძემ თავის Facebook-გვერდზე განათავსა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით საყვარელიძე ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევაში: საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა, "ადამიანების უკანონო გადაგზავნა სახელმწიფო საზღვარზე და "სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა".

ყველა ახალი ამბავი
0