ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს

© Sputnik, STRINGER შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმებდებმა მოლარეს თავის არეში დარტყმა მიაყენეს და სამი გასროლა განახორციელეს

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

ბოროტმოქმედებმა მოლარეს თავის არეში დარტყმა მიაყენეს, სავარაუდოდ, იარაღით. როგორც ცნობილია, დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიუღია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა იარაღიდან სამჯერ გაისროლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ტყვიები, სავარაუდოდ, სავაჭრო ობიექტში განთავსებულ მაცივრებს მოხვდა.

შსს-ს განცხადებით, ყაჩაღობაში ბრალდებული პირების ვინაობა უკვე დადგენილია და ამ დროისთვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა მაღაზიიდან მცირედი თანხა წაიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0