ავარია კახეთში: დაღუპულია ერთი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ავროსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2" (Rustavi 2).

ერთმანეთს „მერსედესის" და „ჟიგულის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად „ჟიგულის" მძღოლი, 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა 3 მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის დეტალებს პოლიცია არკვევს. წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.

ყველა ახალი ამბავი
0