თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს სინოპტიკოსები მომდევნო კვირაშიც, 18-დან 25 სექტემბრამდე, ცხელ ამინდს ჰპირდებიან.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის განმავლობაში 34 გრადუსს სითბოს მიაღწევს, მინიმალური კი პლუს 17-მდე დაეცემა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
მზის ამოსვლა შემდეგ კვირაში — 6:43-6:49 საათზე.
მზის ჩასვლა — 18:55 — 19:06 საათზე.