თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სანდრო ეულის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო მოედანზე აფეთქება მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" (Rustavi 2).
წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ჟანგბადის ავზი აფეთქდა.
ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია, თუმცა აფეთქების განმეორების საფრთხის გამო, შემთხვევის ადგილთან მიახლოება ვერ ხერხდება.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და საპატრულო ეკიპაჟები.