თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თასის ნახევარფინალების წილისყრა პარასკევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში (სფფ) გაიმართა, ნათქვამია სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წილისყრის შედეგები:
„იმერეთი" (ხონი) — „ჩიხურა" (საჩხერე)
„ტორპედო" (ქუთაისი) – „დინამო" (თბილისი).
ორივე ნახევარფინალი 1 ნოემბერს შედგება. საფინალო მატჩის თარიღს სფფ მოგვიანებით გამოაცხდებს.