საქართველოს სკოლებში 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ იწყებენ სწავლას პირველკლასელები.
საქართველოს სკოლებმა ზაფხულის არდადეგების შემდეგ სწავლა განაახლეს — ბოლო წლების ტრადიციის მიხედვით, სასწავლო წელი ქვეყანაში 15 სექტემბერს დაიწყო. წელს 55 ათასზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სკოლაში განათლების მიღება. ჯამში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ 575 ათასს გადააჭარბა.
წელს სკოლის მოსწავლეებს ბევრი სიახლე ელით, მაგალითად, დიდი დასვენება, რომლის დროსაც მათ სადილისთვის დრო ექნებათ. ოქტომბრიდან სკოლებში განახლდება შრომის გაკვეთილებიც, რაც 2014 წელს გაუქმდა, თუმცა მასზე დასწრება სავალდებულო არ იქნება.

1/18
© Sputnik / Levan Avlabreli
საქართველოს სკოლებში 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2/18
© photo: Sputnik
პირველ კლასში წელს 55 ათასი ბავშვი შევიდა

3/18
© photo: Sputnik / Stringer
ჯამში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ 575 ათასს გადააჭარბა

4/18
© photo: Sputnik
სასწავლო წლის დაწყება თბილისში დილიდანვე იგრძნობოდა - გზებზე ამ დროს ავტომობილების დიდი რაოდენობა იგრძნობოდა, ქუჩები კი სავსე ყვავილებითა და სლკოლის მოსწავლეებით

5/18
© Sputnik / Levan Avlabreli
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სკოლებში არ მოქმედებს მკაცრი დრეს-კოდი, ამ საზეიმო დღეს ბავშვების უმეტესობას ტრადიციულად თეთრი ზედა და შავი ქვედა

6/18
© Sputnik / Levan Avlabreli
მათთვის, ვინც სკოლაში პირველად მივიდა, ბევრ სასწავლო დაწესებულებაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

7/18
© Sputnik / Levan Avlabreli
სკოლაში მშობლებთან ერთად მიმავალ პირველკლასელებს მასწავლებლები ეგებებოდნენ

8/18
© Sputnik / Levan Avlabreli
იმისათვის, რომ პირველკლასელებისათვის სასწავლო წელი დაუვიწყარი ყოფილიყო, უფროსკლასელებმაც მიიღეს მონაწილეობა გამართულ ღონისძიებაში

9/18
© photo: Sputnik
მზიანი და თბილი ამინდი განწყობას ამაღლებდა

10/18
© Sputnik / Levan Avlabreli
ასე დაიწყო სასწავლო წელი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში

11/18
© Sputnik / Levan Avlabreli
სკოლის მოსწავლეებმა ნამდვილი სადღესასწაულო წარმოდგენა გამართეს პირველკლასელებისათვის

12/18
© Sputnik / Levan Avlabreli
ასე ხვდებოდნენ ყველაზე პატარა მოსწავლეებს უფროსკლასელები

13/18
© Sputnik / Levan Avlabreli
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელი ამზადებს შვილს სკოლისათვის, პირველი დღე მათთვის მაინც გასაოცარი და დაუვიწყარია, რაც ემოციებითა და შთაბეჭდილებებით ავსებს ბავშვებს

14/18
© Sputnik / Levan Avlabreli
წელს სკოლის მოსწავლეებს ბევრი სიახლე ელით, მაგალითად - დიდი დასვენება, რომლის დროსაც მათ სადილისათვის დრო ექნებათ

15/18
© Sputnik / Levan Avlabreli
ოქტომბრიდან სკოლებში განახლდა შრომის გაკვეთილებიც, რაც 2014 წელს გაუქმდა, თუმცა მასზე დასწრება სავალდებულო არ იქნება

16/18
© Sputnik / Levan Avlabreli
თუმცა, პირველკლასელებს ჯერ-ჯერობით სხვა საზრუნავი ექნებათ - ისინი უნდა მიეჩვიონ სკოლას, ყურადღებით ყოფნას, სიმშვიდესა და დისციპლინას

17/18
© Sputnik / Levan Avlabreli
თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა - ამიტომ სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულად იქცა, მითუმეტეს ბავშვებს წინ დასვენების დღეები ელით

18/18
© photo: Sputnik / Stringer
ასე, სადღესასწაულო განწყობით, ნათელი ფერებითა და საჰაერო ბურთებით შეხვდნენ სკოლებში პირველკლასელებს