თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უქმეებზე ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს დასვენებისთვის იდეალური ამინდი ელოდებათ.
ბათუმში კვირას, 17 სექტემბერს, მზიანი და თბილი, უნალექო ამინდი იქნება.
მზე 06:55 საათზე ამოვა და 19:20 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +20 გრადუსი იქნება, მაქსიმალური კი +28 გრადუსს მიაღწევს. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება, თუმცა, შეიძლება დროდადრო წამში 17-22 მეტრამდე გაიზარდოს.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!