შავნაბადას მამათა მონასტერში სენაკებს ცეცხლი გაუჩნდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 25-მდე მაშველი მუშაობს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. შავნაბადას მამათა მონასტერში ბერ-მონაზონთა სენაკები იწვის. ხანძარი ორსართულიან ხის ნაგებობაში გაჩნდა.

როგორც „Sputnik—საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 25-მდე მაშველი მუშაობს.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0