თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბავშვის მიმართ ჩადენილ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია განახორციელა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ნიუ-იორკში ჩადენილი დანაშაულისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა და იგი ქართველმა სამართალდამცველებმა აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე თბილისში, 2016 წლის დეკემბერში დააკავეს.
ექსტრადირების პროცესში ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და აშშ-ის საელჩო მონაწილეობდა.
ბრალდებული აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარდგება.