კახეთში მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

გამოწერა
მამაკაცი, რომელსაც ხე დაეცა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს, თუმცა დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. კახეთში, სოფელ შუამთის ტყეში მამაკაცს ხე დაეცა და დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა, რა დროსაც მას ხე დაეცა. "სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ დაზარალებული კომატოზურ მდგომარეობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 116-ე (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0