ინდოეთში კატარღის გადაბრუნებას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

© Fotobank.ru/Getty Images / EyesWideOpenინდოეთი
ინდოეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდოეთში, მდინარე იამუნზე ამობრუნდა კატარღა, რომელზეც 60 ადამიანი იმყოფებოდა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ინდოეთში, მდინარე იამუნზე კატარღა ამობრუნდა. მასზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა, სულ მცირე, 15 ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო ANI-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი ხუთშაბათ დილით უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. შემთხვევის ადგილი დელიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია.

სააგენტოს ცნობით, კატარღაზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 12 გადაარჩინეს. საგანგებო სამსახურები სამაშველო ოპერაციას განაგრძობენ.

ყველა ახალი ამბავი
0