ილია მეორემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ცოდნის გარდა ადამიანს რწმენა და კეთილი თვისებები უნდა გააჩნდეს, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას მოსწავლეებს ახალი წლის დაწყება.

ოფიციალურად სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დღე პარასკევს დაემთხვა, ზოგიერთ სკოლაში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა საჯარო სკოლაში პირველი ზარი სწორედ 15 სექტემბერს დაირეკება.

აჩუქეთ განსაკუთრებული თაიგული პედაგოგებს - Sputnik საქართველო
აჩუქეთ განსაკუთრებული თაიგული პედაგოგებს

„ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები", — განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, ცოდნის მიღება ეს არის „ნათელი ქრისტესი", რომელიც თითოეულ ადამიანს გაანათლებს.

„ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ „ნათელი ქრისტესი" უნდა შემოვიდეს ჩვენში. ჩვენ გავუღოთ კარი და სარკმელი ჩვენი გულისა და გონებისა „ნათელსა ქრისტესა". ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე", — განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ასევე საეკლესიო ახალი წელი, ანუ ინდიქტიონი მიულოცა.

ყველა ახალი ამბავი
0