ერეკლე ონიკაშვილი: ჩემი დედა ენა ქართულია
„ჩემი ქართული სახელია ერეკლე, გვარი – ონიკაშვილი, სპარსულად არაშ რაფიმი ვარ“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ერეკლე ონიკაშვილმა.
ერეკლე ონიკაშვილის წინაპრები წარმოშობით კახეთიდან იყვნენ. დაიბადა ფერეიდანში, 26 წლის ასაკში საქართველოში ჩამოვიდა და აქ ცხოვრობს. მუშაობს ტურისტულ ფირმაში. მომავალში სურვილი აქვს, რომ კომპიუტერული პროგრამები აითვისოს.