თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. იმათთვის, ვისაც ზღვაზე დასვენება ხავერდოვანი სეზონის დროს უყვარს, ბათუმში უქმეებისა ან შვებულების გასატარებლად საუკეთესო დრო დადგა.
ბათუმში შაბათს, 16 სექტემბერს მზიანი ამინდი იქნება. დღის განმავლობაში წვიმა მოსალოდნელი არ არის, მხოლოდ დროგამოშვებით მცირედ მოიღრუბლება. მზის ამოსვლა — 6:54 საათზე.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა გამთენიისას, 7:00 საათზე დაფიქსირდება — 20 გრადუსი სითბო. მაქსიმალური ტემპერატურა დღისით, 14:00 საათზე იქნება — 28 გრადუსი სითბო.
ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
მზის ჩასვლა — 19:22.
სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!