თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. უქმეებზე თბილისში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, შაბათს, 16 სექტემბერს დღის განმავლობაში ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. მზის ამოსვლა — 6:41 საათზე.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია ღამით — პლუს 20 გრადუსი. მაქსიმალური ტემპერატურა დღისით — 33 გრადუსი სითბო. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
მზის ჩასვლა — 19:09 საათზე.
სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!