შავი ზღვის სანაპიროზე შტორმს ელოდებიან

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი აჭარაში
შტორმი აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტორმის სიმძლავრემ შეიძლება ოთხ ბალს მიაღწიოს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო ცურვა აკრძალულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი, რომელმაც შეიძლება ოთხ ბალს მიაღწიოს.

„როგორც კი ვიღებთ ინფორმაციას, მაშინვე ვიწყებთ პრევენციული ღონისძიებების გატარებას — აღვმართავთ წითელ ალმებს, რაც ნიშნავს, რომ ცურვა აკრძალულია“, — განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, მაშველები დამსვენებლებს საფრთხის შესახებ სიტყვიერად აფრთხილებენ და მათ რჩევებს აძლევენ.

ზღვაში ცურვა მას შემდეგ იქნება დასაშვები, რაც პლაჟებზე თეთრი ალმები აღიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0