"მის და მისტერ პლანეტა" ბათუმში: დეფილე ეროვნულ სამოსებში

გამოწერა

ბთუმში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი "Miss and Mister Planet" იმართება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გამართეს კონკურსანტებმა დეფილე ეროვნულ სამოსებში.

ბათუმში სილამაზის საერთაშორისო კონკურსის "Miss and Mister Planet" დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. ღონისძიება იმართება ბათუმის მერიისა და სამოდელო სააგენტო "კატრინის" მხარდაჭერით. მსოფლიოს 25 ქვეყნის ყველაზე ლამაზი ადამიანების ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსში 40 პრეტენდენტი მონაწილეობს. კონკურსის ფარგლებში იმართება სხვადასხვა შეჯიბრებები, გასართობი და საქველმოქმედო ღონისძიებები. საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე წარმოადგენენ 22 წლის ლიზი წიგნაძე და 27 წლის ზურაბ წილოსანი. კონკურსის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია 16 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0