ფოთში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, არასტაბილურია. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდილი 3 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე და არასტაბილურია. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. ამის შეხახებ "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს ჯემალ ღამბაშიძეს ფოთის ცენტრალური კლინიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ფოთში მესამე სართულიდან სამი წლის ბიჭი გადმოვარდა

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამი წლის ბავშვი შემოიყვანა. მას პოლიტრავმები აღენიშნება. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, არასტაბილურია. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის მას ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდება", – განაცხადა ფოთის ცენტრალური საავდამყოფოს მენეჯერმა თეა მიგინიეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ყველა ახალი ამბავი
0