ბაირახტარი: ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არსებობს, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.
ბაირახტარი: ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის

„თუ გადავხედავთ ეკონომიკურ ფაქტორებს, არც ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი, იქნება ეს ელექტრონული გადმორიცხვები თუ ტურიზმი, რომლებიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას განაპირობებს, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ლარი უფასურდებოდეს“, — განუცხადა პაატა ბაირახტარმა „Sputnik–საქართველოს“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 13 სექტემბრისთვის 2,4589 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0