უსუფაშვილი: სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტია

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი რამ ამოძრავებს – საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება, მიაჩნია „შენების მოძრაობის" ლიდერს დავით უსუფაშვილს.
უსუფაშვილი: სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტია
00:00
1
  • 0,8
  • 1
  • 1,5
  • 2
iგამოშვების შესახებ
უსუფაშვილი: სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტია
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი რამ - საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება ამოძრავებს, მიაჩნია „შენების მოძრაობის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს

„დიდი ხანია ვამბობ და ამას ვეუბნებოდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ ბატონ სააკაშვილთან ჯობს იყოთ ფრთხილად. ის ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტია, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს — საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ამისთვის მზადაა ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს, ოჯახის წევრების მსხვერპლად შეწირვაზეც კი", – განუცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედს".

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესვლაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ამ დანაშაულისთვის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.

ყველა ახალი ამბავი
0