გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი მოსკოვში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichმამაკაცი გიტარით
მამაკაცი გიტარით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი მოსკოვის საერთაშორისო მუსიკის სახლში 19 სეტემბერს წარდგება კონცერტით „ჩემი სულის მუსიკა“.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik.  ცნობილი ქართველი ვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი მოსკოვის საერთაშორისო მუსიკის სახლში 19 სექტემბერს გამართავს კონცერტს სახელწოდებით „ჩემი სულის მუსიკა“.

ყვითელაშვილი მსმენელის წინაშე წარდგება პროგრამით, რომელშიც შესულია საკუთარი ნაწარმოებები, არანჟირებები და გიტარაზე გადატანილი ქართული და მსოფლიო კლასიკის ნაწყვეტები, ასევე თანამედროვე მუსიკა.

ქართველი გიტარისტის კონცერტი თეატრალურ დარბაზში მოსკოვის დროით 19:00 საათზე დაიწყება, რომელიც 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდება (ერთი განყოფილება ანტრაქტის გარეშე).

„გიტარა ჩემთვის პროფესია კი არა, ცხოვრებაა. მე მას ვუძღვნი ყოველ დღეს და ბედნიერად ვთვლი თავს“, — ამბობს გამოჩენილი გიტარისტი. თვითნასწავლმა მუსიკოსმა, რომელიც გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას სხვების დაუხმარებლად დაეუფლა, მეცადინეობა ჩვეულებრივ შვიდმანეთიან აკუსტიკურ ექვსსიმიან გიტარაზე დაიწყო. არტისტი აღნიშნავს, რომ გაიზარდა ჩვეულებრივ ოჯახში და ყველა მისი მიღწევა — შეუპოვრობისა და ყოველდღიური მეცადინეობის შედეგია“, — ნათქვამია მუსიკის სახლის ვებ-გვერდზე. 

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშითემურ ყვითელაშვილი
Грузинский гитарист Темур Квителашвили - Sputnik საქართველო
თემურ ყვითელაშვილი

უცხოური პრესა ყვითელაშვილისთვის სასიამოვნო ეპითეტებს არ იშურებს და მას კლასიკური როკის ხატად წოდებულ ლეგენდარულ ჯიმი ჰენდრიქსს ადარებს. ქართველი გიტარისტის მიღწევები დაფიქსირებულია, მათ შორის, გინესის რეკორდების წიგნში: 2004 წელს მან რეკორდი დაამყარა, როდესაც 30 საათის განმავლობაში პრაქტიკულად შეუსვენებლად უკრავდა.

თემურ ყვითელაშვილი არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ჯილდოს მფლობელია. ჰოლივუდში გამართულ გიტარისტების კონკურსზე ალან ჰოლდსვორტმა ის „წლის საუკეთესო გიტარისტად“ დაასახელა. გარდა ამისა, ყვითელაშვილი არის „ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე“, „ღირსების ორდენის კავალერი“.

არტისტი კონცერტებს მართავს საქართველოში, რუსეთში, აშშ-ში, ინგლისში, ბელგიაში, საფრანგეთში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. თემურ ყვითელაშვილის მიერ გამოცემულმა ცხრა სოლო ალბომმა პროფესიონალური საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0