„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 11 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ლილოს (ნაწილობრივ) და ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის და ჯავახეთის შესახვევის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონ

09:30 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. ზურგოვანის, სოფ. დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გვიმრაძის, კოსტავას, საბურთალოს, პანკისის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, გაბაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ნოსტეს, მუშათა, ძმობის, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას და უიარაღოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და გუდაუთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ვეძათხევის, ლოჭინის, არაგვისპირელის და ადიგენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და V მიკრორაიონების, მუხიანის IVა მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის და ლერმონტოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0