Sputnik-ის მკითხველის აზრით, ხანძრები ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი არ არის

© photo by press-service of Adjara Govermentტყის ხანძარი მაღალმთიან აჭარაში
ტყის ხანძარი მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველო" შეეცადა გამოერკვია, რას ფიქრობს მკითხველი ბოლო დროს საქართველოში მომრავლებული ხანძრების თაობაზე.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში მომრავლებული ხანძრები ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი არ არის, ამაზე ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში მომრავლებული ხანძრები ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგია", 44,1%-მა უპასუხა, რომ არა. ხანძრებს ნაწილობრივ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად მიიჩნევს 26,5%.

ხანძარი ტყეში - Sputnik საქართველო
ხანძრები საქართველოში: ბოლო ცნობები

მკითხველის 17,6% მიაჩნია, რომ ხანძრები ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად განვითარდა, ხოლო არ იცის — 11,8%-მა.

2017 წლის ზაფხულში საქართველო ხანძრების სერიამ მოიცვა. აქედან განსაკუთრებით მასშტაბური იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.

ხანძარს ამჟამად ებრძვიან ხულოსა და ახმეტის რაიონებში, სადაც ცეცხლი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ხანძრის ლოკალიზებისთვის იბრძვიან მეხანძრეები თელავის რაიონში, კოხტას მთაზე.

ყველა ახალი ამბავი
0