თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში 31 წლის მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დაააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 1000 აბი ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,897 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.