უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცებს ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2018 წელს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა.
კანონპროექტის თანახმად, ქვეყანა ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. ამასთან, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურად რჩება, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას მთავრობა და პარლამენტი მიიღებს.
„Sputnik-საქართველო“ გაგაცნობთ, რა ძირითადი ცვლილებები შევა კონსტიტუციაში.