„შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა
„შაჰტახტის" არქეოლოგიური გათხრების შედეგად მნიშვნელოვანი ისტორიული ნიმუშები იქნა ნაპოვნი, რომლებიც შემდგომ კვლევას დაექვემდებარება და გადატანილი იქნება ეროვნულ მუზეუმში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
არქეოლოგიური კვლევების განხორციელება „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა", „საჯოგისა" და „თრელიგორების ნასახლარის" მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის მარტში კი არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა „შაჰტახტის დედაციხისა" და „თრელიგორების ნასახლარის" მიმდებარედ.