მზეზე ახალი მძლავრი აფეთქება მოხდა

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEV მზე
მზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეთქებადი სპირალი მზეზე ახალ მძლავრ აფეთქებაში გადაიზარდა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მეცნიერებმა მზეზე ახალი მძლავრი აფეთქება დააფიქსირეს — X8.2 დონის აფეთქება 10 სექტემბრის საღამოს მოხდა, აღნიშნულია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ეს ერთ კვირაში მეორე მოვლენაა, რომელიც მზეზე დაკვირვების ისტორიაში უდიდეს მოვლენათა რიცხვს განეკუთვნება. ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი აფეთქება მზეზე 6 სექტემბერს მოხდა, მას X9.3 ქულა მიანიჭეს.

უფრო ადრე ქართველმა ასტრონომმა თემურ ზაქარიშვილმა განაცხადა, რომ ეს უმძლავრესი აფეთქება პლანეტის მოსახლეობას საფრთხეს არ უქადის. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მოვლენები ტელესაკომუნიკაციო სისტემებსა და ხანდახან ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება.

"ამჟამად ჩვენი პლანეტა იბომბება მზიდან წამოსული მძიმე ნაწილაკებით… ტელესკოპის თვალთახედვის ველი "დაფარულია" ფეთქებადი ნაწილაკების მოხვედრის კვალით… მომატებული დატვირთვა აქვს ასევე დედამიწის თანამგზავრებს, ასევე მის იონოსფეროს, რომელზეც უნდა მოხდეს მძიმე რენტგენული და აფეთქების ულტრაიისფერი გამოსხივების ძირითადი დარტყმა", — ნათქვამია განცხადებაში.

მზის დაბნელება - Sputnik საქართველო
მზის დაბნელება: საუკეთესო ფოტოები ამერიკიდან

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, ის, დიდი ალბათობით, აფეთქების ერთადერთი გამოვლენა იქნება და მასის გამოტყორცნა, რომელიც აფეთქების ძირითად ენერგიას შეიცავს, დედამიწამდე არ მოაღწევს.

მზის აფეთქება, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან ჩანდა, ფორმალურად მზის დისკოს მეორე მხარეს მოხდა. შესაბამისად, შეიძლება მხოლოდ ვარაუდი, თუ რამდენი იყო მისი სიმძლავრის ნამდვილი ქულა, რადგან ენერგიის ნაწილს, უბრალოდ, დედამიწამდე არ მოუღწევია.

შეიძლება ვარაუდი, რომ ამჯერად დედამიწა ახალი აფეთქებისგან თვითონ მზემ დაიცვა. პლაზმის ღრუბელს დედამიწის შეხება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია, რაც ძალზე იშვიათად ხდება.

მზის აფეთქებები რენტგენული გამოსხივების სიმძლავრის მიხედვით ხუთ კლასად იყოფა: A, B, C, M და X. მინიმალური კლასი A0.0 დედამიწის ორბიტაზე გამოსხივების სიმძლავრით ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ნანოვატს შეესაბამება. კლასის აღმნიშვნელ ყოველ მომდევნო ნიშანზე გადასვლა ნიშნავს, რომ სიმძლავრე ათჯერ გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0