თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა

გამოწერა
თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ ხაზზე ძაბვის ვარდნის გამო მგზავრების მომსახურება დროებით შეჩერდა.

თბილისი, 11 სექტემბერი— Sputnik.  საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში აღდგენილია, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდზე.

11 სექტემბერს, საღამოს თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ ხაზზე ძაბვის ვარდნის გამო მგზავრების მომსახურება დროებით შეჩერდა. ადგილზე სპეციალისტების  ჯგუფი გავიდა, რომელმაც შექმნილი ხარვეზი დროულად აღმოფხვრა.

ამჟამად თბილისში მეტროს 22 სადგური ფუნქციონირებს, რომელიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0