მეტროში ბავშვს ფეხი ესკალატორში მოყვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliესკალატორი
ესკალატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. შაბათს, თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ესკალატორში 6 წლის ბავშვს ფეხი მოყვა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

ადგილზე სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

ამ დროისთვის ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყველა ახალი ამბავი
0