გურჯაანის რაიონში ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

© Sputnik / Nodar Maisuradzeავტოავარია
ავტოავარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიის შედეგად 15 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის გადასახვევთან​ შაბათს ერთმანეთს ოთხი მანქანა შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ერთმანეთს Ford-ის მარკის სამარშრუტო ტაქსი და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშვებული 15 წლის მოზარდია, მისი მდგომარეომა მძიმეა. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მართვად სუნთქვაზე იმყოფება.

დანარჩენმა დაშავებულებმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0