რუსთავში ცოლზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებით
დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცავებმა რუსთავში 38 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა საკუთარ 30 წლის მეუღლეზე იძალადა, რომელმაც ამის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომ მამაკაცმა მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 80-150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0