ბიომარწყვი ხურჩაში - ანუ თუ მოინდომებ ყველაფერი გამოვა

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaჯამბულ ეხვაია
ჯამბულ ეხვაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 65 წლის ჯამბულ ეხვაიას უკვე სამი წელია ბიო მარწყვი მოყავს. პროფესიით აგრომელიორატორი მანამდე 45 წელი აფხაზეთში პედაგოგად მუშაობდა. მარწყვის წარმოება მისი ვაჟის იდეა იყო, რომელიც ამჟამად ქართულ ბატალიონში, სენაკის სამხედრო ბაზაზე მსახურობს

„შარშანწინ დავრგეთ 150 ძირი მარწყვი, მაშინ არ ვფლობდით კენკროვანი ხილის მოყვანის ტექნოლოგიებს, გავაკეთეთ მხოლოდ იმიტომ რომ შეგვემოწმებინა თავი. ეს იყო ჩემი შვილის იდეა, რომელიც ახლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს’’ — გვიყვება ჯამბულ ეხვაია.

პირველი სათბური საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ,  40 კვადრატულ მეტრზე მოაწყო, მეზობლად მდებარე სოფელ კოკში ერთი ძირი ნერგი ერთ ლარად შეიძინა და 150 ძირი სანანდრეას ჯიშის ჰოლანდიური მარწყვი დარგო. 

სათბურის მოსაწყობად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცის დაფინანსებით, 3500 ლარის ხის მასალა, ფირი და დამცავი ბადე შეიძინა.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaჯამბულ ეხვაია
ჯამბულ ეხვაია - Sputnik საქართველო
ჯამბულ ეხვაია

„შევიძინე ჩეხური წარმოების ბიო სასუქი (ჰუმუსი) 200 ლარის პრეპარატი, ორი ადამიანი ვმუშაობდით მე და ჩემი შვილი. პირველ წელს მოგებაზე ფიქრი ძნელია, დავფარე ხარჯები. მთელი სეზონის განმავლობაში მივიღე 500 კგ მარწყვი. ამ სეზონზე პირველი მოსავალი ივლისში მივიღე, მარწყვის ერთი ძირიდან კილო და ორასი, 600 კილოგრამამდე მოსავალი ავიღე, უკვე ნელ — ნელა ილევა’’- ამობს ფერმერი.

მას შემდეგ, რაც ჯამბულ ეხვაია დარწმუნდა, რომ მის ბიზნესს მომავალში შემოსავლის მოტანა შეეძლო, სათბურის გაფართოება გადაწყვიტა. ინტერნეტში მოიძია მასალები იმის შესახებ, თუ როგორ ეწარმოებინა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ბიო მეურნეობის მოწყობის თემაზე ორთვიან ტრენინგსაც დაესწრო. ასევე, დაეუფლა კომპოსტის წარმოების ტექნოლოგიას. ეხვაიების ოჯახის თქმით, მარწყვის მოვლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა და სამუშაოები თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. 

ბიომეწარმემ თბილისში არსებულ შ.პ.ს „ბიო აგროს“ მიმართა და მარწყვის დაავადებებისგან დასაცავად აუცილებელი ბიო პრეპარატები მიიღო. მათივე ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, სათბურისთვის საჭირო პლსმასის მილებისგან კარკასი გააკეთა და სპეციალური ფირის გამოყენება დაიწყო.

საოჯახო ბიზნესში ამჟამად ჯამბულ ეხვაიას მეუღლე და ფერმერის ძმის ოჯახის წევრები არიან ჩერთულები. მომავალში კიდევ სამი ადამიანის დასაქმებას გეგმავს. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი გააქტიურდება და ჩაერთვება მსგავს საქმიანობაში, მით ნაკლები იქნება სოფელში უმუშევართა რიცხვი.

CC0 / Flickr/ Fried Dough / strawberriesმარწყვი
მარწყვი - Sputnik საქართველო
მარწყვი

ჯამბულ ეხვაიას მსგავსად სოფელში ბიოპროდუქტების წარმოება ათამდე ოჯახმა დაიწყო, თანასოფლელები გამოცდილი ფერმერისგან  პრაქტიკულ და თეორიულ რჩევებს იღებენ.

დღეს მეურნეს საკუთარ საკარმიდამოში მარტივი ტიპის სათბური აქვს. ჯამბულ ეხვაია ფიქრობს, რომ  ყველაფერი დამოკიდებულია სათბურის ხარისხზე და ტექნოლოგიაზე. თვლის რომ აუცილებელია ფხვიერი, ნოყიერი ნიადაგი.

„სათბური არ უნდა იყოს დაბალჭერიანი, მას უნდა ქონდეს სავინტილაციო ფანჯრები, შიგნით უნდა ხდებოდეს ტემპერატურის რეგულირება, აუცილებელია სპეციალური სტანდარტული ფირი, რომელიც დაახლოებით ხუთი წელი ძელბს და მტვერს არ იკრავს, მას მზის სხივების გაბნევის ეფექტი აქვს და იცავს მცენარეს. 

ფერმერის განცხადებით, მის მიერ მოყვანილი მარწყვი გამორჩეულია და შხამ-ქიმიკატებით არაა გაჯერებული. ნიადაგის გასაუმჯობესებელ ორგანულ სასუქსაც (ჰუმუსს) თვითონ აწარმოებს.  

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaჯამბულ ეხვაია
ჯამბულ ეხვაია - Sputnik საქართველო
ჯამბულ ეხვაია

„იგი მზადდება ნაკელისგან, მწვანე მასისგან და ხმელი ფოთლებისგან, ვღებულობთ კომპოსტს, რომელიც შესანიშნავი ბიოსასუქია მემარწყვეობისთვის“, — განმარტავს მეწარმე. 

ბიოსასუქით განაყოფიერებულ ნიადაგზე მას საზამთრო, ნესვი, ნიორი, თხილი, სიმინდი, პომიდორი და კიტრი მოყავს. ამბობს, რომ კომპოსტირების მეთოდი მცენარეებს პათეგონებისგან იცავს და პრობლემატური ნიადაგის სტრუქტურას აუმჯობესებს.

„ნიადაგში სარეველები რომ არ ამოვიდეს და ტენი შეკავებულ იქნეს, მულჩი ამისთვისაა საჭირო. მარწყვის ნაყოფი ზედმეტი ტენისაგან ძალიან სწრაფად ფუჭდება, ფირი ყველა სხვა სიკეთესთან ერთად დალპობისგან იცავს მცენარეს“. 

ფერმერი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით  მის პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურია და კენკროვანი კულტურის მოყვანის საკუთარი მეთოდები აქვს:

„მთვარის ასტროლოგიურ კალენდარს ვიყენებ, სადაც მთვარის ფაზების მიხედვით გათვლილია თუ როდის არის მცენარისათვის საუკეთესო პერიოდი, ფოთლოვანი და ფესვური კვებისთვის, ეს ამართლებს და სერიოზულ შედეგებს ვღებულობთ. ფოთლოვანი და ფესვური კვება კომბინირებულად უნდა ჩაუტარდეს.’’

ჯამბულ ეხვაია სასაფურე ფართობის ექვსჯერ გაფართოებას და პროდუქციის რეალიზაციის გაზრდას გეგმავს. პროდუქტის შეფუთვაზეც ფიქრობს, ქუთაისში ეკოლოგიურად სუფთა თეთრი მუყაოს, სხვადასხვა ზომის (ნახევარკილოგრამიანი, კილოგრამიანი და კილოგრამნახევრიანი) კოლოფებიც შეუკვეთა.  

CC BY 2.0 / Flickr / csouza_79 / Strawberriesბუნებრივი გზით მოყვანილ, ჯანსაღ მარწყვს უნდა ახლდეს სტიკეტი წარწერით "ORGANIC"
ბუნებრივი გზით მოყვანილ, ჯანსაღ მარწყვს უნდა ახლდეს სტიკეტი წარწერით ORGANIC - Sputnik საქართველო
ბუნებრივი გზით მოყვანილ, ჯანსაღ მარწყვს უნდა ახლდეს სტიკეტი წარწერით "ORGANIC"

ბიომეწარმემ აღნიშნა, რომ  სპეციალური ეტიკეტის პირველი ფორმა შეიმუშავა, რომელზეც მარწყვის წარმომავლობა და ხარისხია მითითებული. ამჟამად, მოლაპარაკებებს თბილისის სმარტის სათაო ოფისთან აწარმოებს, მარწყვის ნიმუშები მათ უკვე გაუგზავნა, რადგან სამომავლოდ პროდუქტის რეალიზებას არა მარტო ზუგდიდსა და ხურშჩაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. 

 

თინათინ ბუკია

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური