აჭარაში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცავებმა აჭარაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ხუთი ფაქტი გამოავლინეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

შსს-ს ცნობით, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრებია ამოღებული.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0