თბილისის ცენტრში ბინა დაიწვა

© photo: Sputnik / STRINGERხანძარი თბილისში
ხანძარი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი ბინაში ტელეფონის დამტენის აალების გამო მოხდა, შემდეგ ცეცხლი საბანს მოეკიდა

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ხანძარი კვირას თბილისის ცენტრში მოხდა, იქ, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები ცხოვრობენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩის 121 ნიმერში მოხდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

„ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. დაიწვა ერთი ბინა და აივანი, ასევე ზედა სართულის აივანი. სულ ხანძრის შედეგად დაახლოებით 50-60 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა", — განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ხანზარი

როგორც ადგილიდან „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი იტყობინება, ხანძარი გამოიწვია ტელეფონის აალებულმა დამტენმა, რომლიდანაც ცეცხლი საბანს მოეკიდა. ნაქირავებ ბინაში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილით ცხოვრობდა. ორივე გადაარჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0