ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუა ხნის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).

ადგილობრივების განცხადებით, სახლში მარტოხელა ავადმყოფი მამაკაცი ცხოვრობდა.

დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. იგი ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოს შოკური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0