რუსეთში მატარებელი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

© ГУ МЧС Россииმატარებელი და „კამაზი“ ერთმანეთს შეეჯახა
მატარებელი და „კამაზი“ ერთმანეთს შეეჯახა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კამაზის" ტიპის სატვირთოსთან შეჯახებისას მატარებელში 271 მგზავრი იმყოფებოდა

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში „ადლერ-ნიჟნევარტოვსკის" მატარებელს „კამაზის" ტიპის სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის მომენტში მატარებელში 271 მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო მეხუთე ვაგონში, რომელიც შეჯახებისას დაზიანდა — 11. დანიშნულების ადგილამდე მატარებელს 17 კილომეტრი აკლდა.

მატარებლის მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე გადაიყვანენ, პირველი ოთხი ვაგონი მოძრაობას ბოლო სადგურამდე გააგრძელებს, დანარჩენი 15 ვაგონის მგზავრებს ნიჟნევარტოვსკში ავტობუსებით გადაიყვანენ.

მიმდინარეობს მომხდარის მიზეზები და გარემოებების დადგენა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

© ГУ МЧС России„კამაზი“ მატარებელთან შეჯახების შემდეგ
КАМАЗ после столкновения с поездом в ХМАО - Sputnik საქართველო
„კამაზი“ მატარებელთან შეჯახების შემდეგ

ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. სოციალურ ქსელებში სხვა ციფრები სახელდება.

სატვირთოს მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მძიმე მდგომარეობაშია, იუწყება РИА Новости ნიჟნევარტოვსკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

„განიხილება რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთის თანახმად მღძოლს საჭეთან ჩაეძინა, მეორე ვერსიით, ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა გაუმართავი იყო. თავად მძღოლი მძიმე მდგომარეობაშია", — აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0