თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა „არწივის ხეობა“ გაძარცვეს, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
შემთხვევა დილით მოხდა, ქარხანაში იმ დროს დარაჯი იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა ის დააბეს და აწამეს. ქარხნის ტერიტორიიდან ბოროტმოქმედებმა დიდი რაოდენობით კაბელი მოიპარეს.
ნაწამები მამაკაცი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ტომოგრაფიული კვლევისთვის თბილისში გადაიყვანეს.
დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.
გამოძიება სსკ-ის 126-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს.