ბათუმში, ავტომობილში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

© photo: Sputnik / Seyran Baroyanპოლიციის მანქანა ბათუმში
პოლიციის მანქანა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, ლერმონტოვისა და მოსკოვის ქუჩების კვეთაზე ავტომობილში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, იუწყება ტელეკომპაია "იმედი".

როგორც თვითმხილველები იუწყებიან, სავარუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით აღიძრა, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0