საქართველოს ფეხბურთის U-17 ნაკრები ყაზახეთის "პრეზიდენტის თასზე" მეორე ადგილზე გავიდა

© ФФГU-17 საქართველო-რუსეთი
U-17 საქართველო-რუსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელებმა ყაზახეთში მიმდინარე "პრეზიდენტის თასზე" პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზები მოიპოვეს

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ყაზახეთში გამართულ „პრეზიდენტის თასზე“ საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა და ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვა, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

გიორგი ნემსაძის აღსაზრდელები ყაზახეთში "პრეზიდენტის თასის" საერთაშორისო ტურნირზე არც ერთი შეხვედრის ძირითად დროში არ დამარცხებულან (საქართველო-ალბანეთი 5:0, საქართველო-ყირგიზეთი 7:1, საქართველო-ყაზახეთი 4:4).  ფინალში რუსეთის ნაკრებთან შხვედრა ძირითად დროში ანგარიშით 1:1 დასრულდა, ქართულმა გუნდმა მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო (5:4).

მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზები მაინც ქართველებმა მოიპოვეს: ზურაბ დავითაშვილი 6 გოლით ზედიზედ მეორე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ფინალში ულამაზესი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია "ყაზახეთის თასის" საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ყველა ახალი ამბავი
0