ქართველი და იტალიელი ბიზნესმენები თბილისში შეხვდებიან

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და იტალიის სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ოქტომბერში გაიმართება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უწყება ბიზნეს-ფორუმზე ქვეყანაში არსებული სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების წარდგენას აპირებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

მაღალმთიანი აჭარა - Sputnik საქართველო
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის ტურიზმზე იმსჯელებენ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ თბილისში შეხვედრაზე ღონისძიების დეტალები განიხილეს.

იტალია საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს იტალიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის პირველ შვიდ თვეში 155,7 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა — ამ პერიოდში მთლიანი საგარეო ბრუნვის 2,7%.

2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იტალიასთან 336 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა 73 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტმა — 263 მლნ აშშ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0